რეზონანსი
10.10.2017

 (რეზონანსი) თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, თაბორის მთის ტერიტორიის და პუშნკინის სკვერის მიმდებარედ ფართობის გადაცემას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

თაბორის პროექტს მხარი 31-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ ორმა წევრმა მისცა, ერთმა კი თავი შეიკავა.

რაც შეეხება პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის გადაცემა, მხარი 29 წევრმა დაუჭირა, სამმა კი ხმა წინააღმდეგ მისცა.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ვინაიდან მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს წინ „ნაციონალური მოძრაობის" აქცია გაიმართა.

შსს-ს თბილისის საკრებულოს წინ აქციაზე ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×