რეზონანსი
10.10.2017

 (რეზონანსი) "ის ადგილი, სადაც ახლა ვიმყოფებით უკვე აღარ არის პუშკინის სკვერი. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ამ ადგილს დღეიდან ბიძინა ივანიშვილის პირადი გარაჟი ჰქვია", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღი კი ივანიშვილის პირადი ბოსტანია.

"დიახ გარაჟი, იმიტომ რომ სიტყვა "ავტოფარეხი" ივანიშვილს სავარაუდოდ არ ესმის რას ნიშნავს. ეს გადაწყვეტილება მიიღო თბილისის სამარცხვინო უმრავლესობამ და რის ხარჯზე? რა ხდებოდა საკრებულოს წინ. საკრებულო საერთოდ გამოკეტეს როგორც ერთი ჯიხური ისე, შეიყუჟნენ შიგნით და მიიღეს გადაწყვეტილება.

„ჩვენი დეპუტატები შენობიდან გამოყარეს, მათ შორის ძალის გამოყენებით და რა ხდებოდა შენობის გარეთ ამას ხომ მაყურებელი თავად ადევნებდა თვალს. ჩვეულებრივი ანგარიშსწორება იყო აქციის მონაწილეებზე, რომელთა მთავარი მოთხოვნაც იყო თბილისს მისი ისტორიული ტერიტორია დარჩენოდა. დღეიდან პუშკინის სკვერი ივანიშვილის გარაჟია, ბოტანიკური ბაღი ივანიშვილის პირადი ბოსტანი", - განაცხადა უდუმაშვილმა.

უდუმაშვილმა შაბათს, 14:00 საათზე, რუსთაველის მეტროსთან ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×