(რეზონანსი) საკრებულოში და მის გარეთ დღეს განვითარებულ მოვლენებს თბილისის მერი დავით ნარმანია ეხმაურება.
ნარმანიას თმით, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი სწორად მოიქცა, როდესაც შენობაში ოპოზიციის წარმომადგენლები არ შეუშვა.
„ვფიქრობ, დღეს საკრებულოს თავმჯდომარეც სწორად და მართებულად მოიქცა, როცა საკრებულოს დარბაზში არ შეუშვა ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე დღეა აანონსებდნენ იმას, რომ ისინი საკრებულოს საქმიანობას. ხელს აუცილებლად შეუშლიდნენ
„კანონი პირველ როგში მათ არ აძლევს ამის უფლებას და საშუალებას, რომ რაც უნდათ ის ილაპარაკონ. სიტყვას და გამოხატვას აქვს თვისი საზღვრები, როცა გაქვს პრეტენზია, რომ დეპუტატი და ხალხის რჩეული ხარ და შედიხარ ადმინისტრაციული დაწესებულების შენობაში, ესწრები სხდომას, უნდა მოიქცე ღირსეულად. იქ შეგიძლია კამათი, მაგრამ ყვეელაფერს აქვს საზღვარი. ისინი საზღვარს უკვე დიდი ხანია გასცდნენ", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
თბილისის საკრებულოსთან მყოფ "ევროპული საქართველოსა" და "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებს შენობაში შესვლისა და სხდომაზე დასწრების საშუალება პოლიციამ არ მისცა.
შსს-ს ინფორმაციით, გამართული აქციაზე სამართალდამცველებმა რვა პირი დააკავეს.
თაბორის მთასა და პუშკინის სკვერში დაგეგმილ სადავო პროექტებს საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.