რეზონანსი
11.10.2017

 (რეზონანსი) დეკანოზ გიორგი მამალაძის განაჩენის გამოცხადების შემდეგ სინოდი დღეს საგანგებოდ პირველად შეიკრიბა.

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომისთვის უკვე მღვდელმთავრები იკრიბებიან.

მათი განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

როგორც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა, შესაძლოა სინოდის სხდომაზე ყველა მღვდელმთავარი ვერ გამოცხადდეს, რადგან სხდომა გუშინ დაინიშნა და „როგორც ჩანს, რაღაც საგანგებო შემთხვევაა".

„განსახილველი საკითხები არ ვიცი და დარწმუნებული ვარ, მღვდელმთავრებმაც არაფერი იციან, ალბათ შემდეგ გავიგებთ. ფაქტია, რომ გუშინ გამოცხადდა სინოდის შესახებ და დღეს მოგვიწია მოსვლა. ალბათ ბევრი ვერც იქნება სინოდზე, როგორც ჩანს, რაღაც საგანგებო შემთხვევაა. ვნახოთ, უწმინდესი გვეტყვის",- განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.

სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×