რეზონანსი
11.10.2017

 (რეზონანსი) რამდენიმე წუთში საპატრიარქოში სინოდის სხდომა იწყება.

პატრიარქის მდივნის მამა მიქაელ ბოტკოველის თქმით, მას ეჭვი ეპარება, რომ სინოდის სხდომაზე ე.წ ციანიდის საქმეზე იყოს საუბარი.

მისივე თქმით, სხდომის დასრულების შემდეგ, განცხადებას სინოდის სხდომის მდივანი გააკეთებს.

"დიდი ხანია სინოდის სხდომა მზადდებოდა და გადაწყდა, რომ დღეს ჩატარდება. ვერაფერს გეტყვით, სანამ სინოდის სხდომა არ დასრულდება. სხდომის დასასრულს განცხადებას გააკეთებს სხდომის მდივანი", - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×