რეზონანსი
11.10.2017

 (რეზონანსი) საგარეჯოში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

„მიცუბიშისა" და „ფორდის" მარკის ავტომანქანების შეჯახების შემდეგ, ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ორი მგზავრი კი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები სხეულის სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×