რეზონანსი
11.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართვა გაითვალიწინება და პლენარული სესია პარლამენტში პარასკევს 11 საათზე მოიწვია.

„საქართველოს კონსტიტუციის 61- ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2017 წლის 13 ოქტომბრის 11:00 საათიდან მოიწვია.

რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხებად განსაზღვრულია:

1 . „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე (N 07-3/52, 01.05.2017) საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების (N 07-1/13, 9.10.2017) განხილვა.

2. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა", - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×