(რეზონანსი) დღევანდელ სინოდის სხდომას საგანგებოს ვერ დავარქმევ, - ამის შესახებ საპატრიარქოში მისულმა, საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, წმინდა სინოდის სხდომის მოწვევა და თარიღის გადაწყვეტა მხოლოდ პატრიარქის პრეროგატივაა.
"ვერ ვიტყვი, რომ სხდომა საგანგებოა, ვინაიდან წელიწადში ორჯერ იმართება. ამიტომ ამ შეხვედრას ვერ დავარქმევ რიგგარეშე სხდომას, რომლის დანიშვნაც მხოლოდ უწმინდესის პრეროგატივაა. ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუ მღვდელმთავრებს სხდომის შესახებ ინფორმაცია რატომ არ ჰქონდათ, ან რა არის მიმდინარე განსახილველი საკითხი, ამის შესახებ საქმის კურსში არავინ იყო, ეს ინფორმაცია იცის მხოლოდ პატრიარქმა და მისი პრეპოგატივაა, როდის მოიწვევს და დანიშნავს წმინდა სინოდის სხდომას", - ამბობს ქარჩავა.
ამ წუთებში საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.