რეზონანსი
11.10.2017

 (რეზონანსი) "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საგანგებო პრესკონფერენციაზე გუშინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გამართულ თბილისის მერობის კანდიდატების დებატებს გამოემხაურა.

"გუშინ ტელეკომპანია "იმედში" მსოფლიო პოლიტიკური დებატების ისტორიაში უპრეცენდტო შემთხვევა მოხდა, როდესაც დებატებიდან მოხსნილი იქნა ყველაზე რეიტინგული მერობის კანდიდატი "ლეიბორისტული პარტიდან" გიორგი გუგავა, რომლის სახელიც ყველას პირზე აკერია", - ამბობს ნათელაშვილი.

ნათელაშვილმა კალაძეს მოუწოდა რომ გუგავასთან დებატებში დაჯდეს, სადაც მას სურს, გუგავა ნებისმიერ დათქმულ ადგილზე მივა.

„მოვუწოდებ კალაძეს, ერთხელ მაინც იყოს ვაჟკაცი და დათანხმდეს გუგავასთან დებატებს სადაც მას აწყობს, გუგავა მივა ყველგან!", - დასძინა ნათელაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×