(რეზონანსი) გუშინ დედაქალაქის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი 17 ოქტომბრამდე გადაიდო.
„ნაციონალური მოძრაობის" თერთმეტივე პირი, რომლებიც გუშინ დააკევს მომდევნო სასამართლო სხდომამდე გათავისუფლდნენ. მათ შორის, ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის კოტე იოსელიანი.
მოსამართლემ შემდეგ სხდომაზე მტკიცებულებების მოტანა ითხოვა.
როგორც სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული „ნაციონალური მოძრაობის" წევრები აცხადებენ, მათი დაკავება უკანონოდ მოხდა და პოლიციამ ძალას გადაამეტა.
მანამდე, სასამართლოში კიდევ ერთი პროცესი გაიმართა, რომელზეც საკრებულოსთან დაკავებული სამი პირი გაათავისუფლეს.
მოსამართლემ ბრალდების მხარეს საქმეში მტკიცებულებების ნაკლებობაზე მიუთითა და ვიდეოკადრების დართვა მოითხოვა.