რეზონანსი
11.10.2017

 (რეზონანსი) ე.წ ციანიდის საქმის კიდევ ორმა ადვოკატმა, პაატა მეხრიშვილმა და სულხან კომახიძემ, გამოკითხვაზე უარი თქვეს.

ადვოკატების თქმით, ორივე მათგანი თბილისის პროკურატურაში ფორმალურად გამოცხადდა.

როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, ჩვენების მიცემას არც სასამართლო სხდომაზე მოსამართლის თანდასწრებით არ აპირებენ.

საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის არც ერთ ადვოკატს - მიხეილ რამიშვილს, გიორგი ფანცულაიასა და მია ზოიძეს, პროკურატურისთვის ჩვენება არ მიუცია.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმეების ჩვენებების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება სამ ოქტომბერს დაიწყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×