(რეზონანსი) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ექვთიმე ლეჟავას მღვდელმსახურების უფლება აღუდგა, - ამის შესახებ რუსთავის მიტროპოლიტმა, მეუფე იოანე გამრეკელმა განაცხადა.
როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, სასამართლომ დაადგინა, რომ ის უდანაშაულო იყო.
„სასამართლომ გამოძიების შემდეგ დაადგინა, რომ ის უდანაშაულო იყო. იქ ცოტა სხვა სიტუაცია იყო, უბრალოდ მეუფემ საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ ის დანაშავე არ იყო, ამიტომ მას მღვდელმსახურება აღუდგა", - განაცხადა მეუფე იოანემ.
მეუფე ექვთიმეს მღვდელმსახურება ავტოავარიაში მონაწილეობის ბრალდების გამო ჰქონდა შეჩერებული.