რეზონანსი
11.10.2017

 (რეზონანსი) თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ შვილთან ერთად საქართველო დატოვა.

ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, თუ რატომ დატოვა ლეილა მუსტაფაევამ საქართველო და აპირებს თუ არა ის უკან დაბრუნებას, განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

ლეილა მუსტაფაევამ და ჩოფიკაშვილმა, თბილისში ბოლო პრესკონფერენციის დროს განაცხადეს, რომ აფხან მუხთარლის გატაცების შემდეგ, მუსტაევასა და მის მცირეწლოვან შვილს უცხო პირები უთვალთვალებდნენ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნების შესახებ საგამოძიებო მასალებზე მუშაობდა, თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×