რეზონანსი
12.10.2017

 (რეზონანსი) ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესის ამსახველი მასალების მედიაში გავრცელების საქმეზე პროკურატურამ გამოკითხვაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის მეექვსე ადვოკატიც დაიბარა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავცელებს.

ეკა ლომიძე საგამოძიებო უწყებაში მისვლას ხვალ, 11:00 საათზე გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის არც ერთ ადვოკატს - მიხეილ რამიშვილს, გიორგი ფანცულაიასა, მია ზოიძეს, პაატა მეხრიშვილს და სულხან კომახიძეს, პროკურატურისთვის ჩვენება არ მიუცია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×