რეზონანსი
12.10.2017

 (რეზონანსი) იტალიაში, ბოლონიაში რომის პაპ ფრანცისკესთან საქველმოქმედო სადილის დროს ორი პატიმარი ციხიდან გაიქცა.

სადილზე ათასზე მეტი ადამიანი იყო დაპატიჟებული, მათ შორის სოციალურად შეჭირვებულები, უსახლკაროები, მიგრანტები და ადგილობრივი ციხის მსჯავრდებულები.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ზედამხედველებმა აღმოაჩინეს, რომ ორი პატიმარი გაიქცა.

მსჯავრდებულების ვინაობას იტალიური მედია არ აკონკრეტებს, თუმცა ცნობილია, რომ ისინი ნეაპოლიდან არიან და საზოგადოებას საფრთხეს უქმნიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×