რეზონანსი
13.10.2017

 (რეზონანსი) „საუდის არაბეთთან გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი თანამშრომლობის დინამიკა. გვაქვს კონკრეტული შეთანხმებები,რომელიც ჯავშანტექნიკის მიყიდვას ითვალისწინებს. რამდენიმე ათეულ ერთეულზეა ლაპარაკი, რაც მილიონობით შემოსავალს გააჩენს საქართველოსთვის" , - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა.

იზორიამ თავდაცვის უსაფრთხოების კონფერენციაზე და ნატო-ს სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის მთავარ გზავნილებზეც ისაუბრა,

„აპატურაიმ თავდაცვის რეფორმებს ფუნდამენტური ხასიათის ტრანსფორმაცია უწოდა, აღნიშნა დემოკრატიული ინსტიტუტების პროგრესი და გამოხატა კმაყოფილება. მივიღეთ კონკრეტული გზავნილი მისგან,რომ ღია კარის პოლიტიკა უნდა დარჩეს აქტუალური საქართველოსთვის და ყველა იმ ქვეყნისთვის,ვისაც სურს გახდეს ნატო-ს წევრი" , - განაცხადა ლევან იზორიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×