რეზონანსი
13.10.2017

 (რეზონანსი) გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს ავრცელებს. 15-დან 17 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება.

სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში წვიმა, ელჭექი, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლია მოსალოდნელი.ზღვაზე 4-5 ბალიან შტორმსაც ელოდებიან.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×