რეზონანსი
13.10.2017

 (რეზონანსი) „აზოტის დიოქსიდით ყველაზე მეტად დაბინძურებული ტერიტორია არის მელიქიშვილის გამზირი, 111 მიკროკილოგრამი. შემდეგ მოდის ავლაბრის მოედანი. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არის გლდანის პირველ მიკრორაიონში, ასევე მზიურის პარკის ტერიტორიაზე" , - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ბაგრატიამ „ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

„ქალაქში არსებულ მტვერში ტყვიის შემცველობის კვლევა დავიწყეთ. უკვე ჰაერის დაბინძურების პროგნოზირება შეგვიძლია. მყარი ნაწილაკების მონაცემებით, წერეთლის გამზირზე 195 დღე აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ ნორმას, ხოლო ყაზბეგის გამზირზე დაახლოებით 58 დღის განმავლობაში. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ერთჯერადად გადაჭარბების, დაფიქსირდა წერეთელზე ნოემბერში და 3.6-ჯერ აღემატებოდა ნორმას" , - განაცხადა თამარ ბაგრატიამ.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სექტემბერში არის პიკი და მაღალი მაჩვენებელი აზოტის დიოქსიდით დაბინძურების. თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო კი არის სატრანსპორტო მოძრაობა, ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×