გვანცა ღვედაშვილი
13.10.2017

 აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის ტერიტორიაზე გართულებული კრიმინოგენული სიტუაციის გამო ე.წ. შს მინისტრი, ასლან კობახია გადააყენა. მის ადგილზე გენერალი გარი არშბა დაინიშნა, რომელიც 11 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ძალოვან უწყებებში სხვადასხვა სამმართველოს უფროსად მუშაობდა. თუმცა, მის მიერ აფახაზეთში კრიმინალური სიტუციის გამოსწორების იმედი კავკასიოლოგ მამუკა არეშიძეს არ აქვს. როგორც “რეზონანსთან”  საუბრისას აცხადებს, გარი არშბა სოხუმის მილიციის უფროსიც იყო, თუმცა, მისი ხელმძღვანელობის დროს სოხუმში სიტუაცია არ შეცვლილა. 

როგორც ახალი მინისტრის წარდგენისას აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ხაჯიმბმამ აღნიშნა, აფხაზეთში კრიმინალური ვითარების განმუხტვას ხელს ახალი მინისტრი შეუწყობს. 

“საჭიროა უფრო ხისტი და აქტიური მოქმედება აფხაზეთში კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით. საჭიროა სრულიად სხვანაირი მუშაობა. ახალი მინისტრი ამ პროცესს ხელს შეწუყობს. მან კარგად იცის ოპერატიული მუშაობის პროცესი”, - განაცხადა ხაჯიმბამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორ წელიწადში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა მინისტრი სამჯერ შეიცვალა. თუმცა კრიმინოგენული სიტუაცია არ შეცვლილა. 

რაც შეეხება თავად გარი აშბას, ის 1969 წელს ტყვარჩელში. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. შემდეგ დაამთავრა სტავროპოლში მილიციის უმაღლეს სკოლა.

1999 -2008 წლებში რუსეთის ფედერაციის ძალოვან უწყებაში მუშაობდა. 2010 -2012 წლებში არშბა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ს სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელად და სოხუმის ე.წ. შინაგან საქმეთა განყოფილებაში მუშაობდა. 2013 წელს კი სტავროპოლში დაბრუნდა სამუშაოდ. 

როგორც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “რეზონანსთან” აღნიშნავს, მისთვის უცნობია, იღებდა თუ არა გარი არშბა აფხაზეთის ომში მონაწილეობას. თუმცა, დარწმუნებული, რომ ახალი მინისტრი აფხაზეთში კრიმინოგენური ვითარების შეცვლას ვერ შეძლებს, რადგან რეალურად ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს

“აფხაზეთის ომის დროს ის პატარა ბიჭი იქნებოდა და მონაწილეობდა თუ არა ამ ომში, ეს ინფორმაცია მე არ მაქვს. თუმცა, სავარაუდოდ, იმ გარემოში უნდა ყოფილიყო, რადგან იმ პერიოდში ჯერ კიდევ აფხაზეთში ცხოვრობდა.

“რაც შეეხება აფხაზეთში კრიმინალთან გამკლავების საკითხს, ის ამას ვერ შეძლებს, რადგან არშბა რუსეთის კრეატურაა. დაახლეობით 11 წელი მუშაობდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში - სტავროპოლში, ჩრთილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის სხვადასხვა უწყებებში. 

“კრიმინალთან გამკლავებას რომ ვერ შეძლებს, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ის პრაქტიკულად დე ფაქტო მინისტრის მოადგილე და სოხუმის მილიციის უფროსი იყო. მთელს აფხაზეთში სოხუმი და გაგრა გამოირჩევა განსაკუთრებული კრიმინალით. თან არშბა იყო განსაკუთრებულ საქმეთა სამსახურის უფროსი და მაშინ კრიმინალური ვითარება არ შეცვლილა, შესაბამისად, ახლაც არ მგონია რამე შეიცვალოს მისი გამინისტრებით”, - აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ თუკი აფხაზეთში პოლიტიკური ნება არ იქნება, “მინისტრების” ცვლით სიტუაცია არ შეიცვლება.

“უნდა ვთქვათ, რომ მიუხედავად მისი დიდი სტაჟისა, თვითონ აფხაზეთში კრიმინალური მენტალობა ისეთია, რომ ამის შეცვლა წარმოუდგენელი იქნება. ეს არის კლანური წესი, როდესაც შენი კლანის წევრი თუნდაც დამნაშავე დაიჭირეს, უნდა დაიცვა, თუნდაც იარაღით ხელში მილიციის შენობაში მივარდნით. ამიტომმ ვიდრე პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნება არ იქნება, არაფერი შეცვლება, ეს ნება კი არ არსებობს. 

“ხაჯიმბა კარგა ხანია რაც “პრეზიდენტია”, თუმცა კრიმინალური სიტუაცია ვერ შეცვალა და ალბათ ან სურვილი არ აქვს, ან ვერ ბედავს. საბოლოო ჯამში დარჩება ის სურათი, რაც იყო და მინისტრების ცვლილებით სიტუაცია არ შეიცვლება”, - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

ამასთან, ექსპერტმა ოკუპირებული აფხაზეთის უკვე ე.წ. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ასლან კობახიაც შეაფასა. მისი თქმით, ამ პოზიციის დაკავებამდე ის საკმაოდ აქტიური სამოქალაქო პირი იყო, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას სწორედ კრიმინოგენური ვითარების გამო აკრიტიკებდა, თუმცა თავადაც ვერაფერის შეცვლა ვერ მოახერხა.

“სხვათა შორის, ასლან კობახია საკამოდ დამოუკიდებელი ადამიანი იყო, სანამ  “სახელმწიფო სტრუქტურები” მოხვდებოდა. გამოირჩეოდა აქტიური სამოქალაქო პოზიციით. აქტიური იყო სოციალურ ქსელებშიც, აკრიტიკებდა ხელისუფლებას სწორედ იმიტომ, რომ კრიმინალს არ ებრძოდნენ, თუმცა, მისი მისვლის შემდგომ ვერც თავად გააკეთა ვერაფერი და ახლაც ასე იქნება”, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×