(რეზონანსი) „ეს საკითხი ვერ უძლებს კრიტიკას, ფორმალურადაა განხილული,რომ „ქართულ ოცნებაში" 5 სხვადასხვა სუბიექტია, თორემ დოკუმენტი რომ ერთპარტიულია, არ არის საკამათო. ეს არის ინსტრუმენტი,როგორ შეინარჩუნო ხელისუფლება ისე,რომ ამომრჩევლის საკმარისი მხარდაჭერა არ გქონდეს" , - ამის შესახებ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა „ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.
ფიქრია ჩიხრაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეთანხმება მომხდარიყო და ახლა დათმობა მმართველი გუნდის მოვალეობაა.
„რა იყო ამ შეთავაზებებში ისეთი,რომ არ შეიძლებოდა შეთანხმება? ვეტოში ასახული საკითხები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზეა დაფუძნებული.თანხმობისთვის ყველა რაღაცას თმობს. ახლა ჯერი მმართველ გუნდზეა, მანაც რაღაცა უნდა დათმოს. მთელი ეს პროცესი იყო დათანხმებისთვის მოწოდება და ბოლო ეტაპზეც არაა სასურველი,რომ ეს იყო დათანხმება და არა შეთანხმება. ეს კონსტიტუციის ანაბანაა,რომ უნდა იყოს თანხმობა და შემდეგ განიხილებოდეს ესა თუ ის ღირებულება" , - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.