(რეზონანსი) „სამშენებლო სამუშაოები 150 დღეში დაიწყება,როდესაც დასრულდება პროექტირება და გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო კომპანიებზე" , - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის პროექტის შესახებ კონკურსში გამარჯვებული კომპანიის, „თბილქალაქპროექტის" არქიტექტორმა ლევან სიამაშვილმა „მოამბის" ეთერში ისაუბრა.
„პროექტის ხერხემალი არის შიდა კიბე. ამ შენობაში კიბეს მხოლოდ გადაადგილების ფუნქცია არ ექნება. სართულებს შორის განთავსდება ე.წ ამფითეატრები ღია შეკრების ადგილები,სადაც თათბირის ჩატარება იქნება შესაძლებელი" , - განაცხადა ლევან სიამაშვილმა.
„ „თბილქალაქპროექტს" დაპროექტებული აქვს სტადიონები ზუგდიდსა და ლანჩხუთში, ასევე ურეკის ბულვარი, „მწვანე ბუდაპეშტი".
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის არქიტექტორმა განაცხადა, შენობა 22 ათას კვადრატზე განთავსდება და სულ 4-სართულიანი იქნება. საინფორმაციო სამსახური, „ნიუსრუმი" განთავსდება ბოლო 2 სართულზე. დაცულია მოთხოვნები,რომ ის უნდა ყოფილიყო ღია, საერთო სამუშაო სივრცით და მაქსიმალური განათებით.