რეზონანსი
14.10.2017

 (რეზონანსი) კალიფორნიის ჩრდილოეთ რეგიონებში მასშტაბურ ტყის ხანძრებს ამ დრომდე ვერ აქრობენ. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა, 200-ზე მეტ ადამიანს კი ისევ ეძებენ.ამის შესახებ „BBC"-ი წერს.

დამწვარია 6 ათასამდე საცხოვრებელი სახლი. ტყის ხანძრებისგან მიყენებული ზარალი წელს შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია.ცეცხლმა ამ სეზონზე 3 მილიონ ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი გაანადგურა. 1933 წლის შემდეგ ეს ყველაზე დამანგრეველი ხანძარია, რომელიც აშშ-ს დაატყდა თავს.

მეხანძრეები ხანძრის 22 ძლიერ კერას ებრძვიან. საერთო ჯამში, 700 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაიწვა. განადგურებული 3,500-ზე მეტი შენობა. 25 ათასი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.

9 ოქტომბერს გუბერნატორმა კალიფორნიის შტატში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×