რეზონანსი
14.10.2017

 (რეზონანსი) ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კეთილი ნების ელჩებმა იუნესკოს მიმართეს. როგორც ოკუპირებული რეგიონის მედია დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, მიმართვას ევროპარლამენტიდან რეაგირება მოჰყვა.

„ევროპარლამენტის დეპუტატები მხარს დაუჭერენ ე.წ. კეთილი ნების ელჩების საქველმოქმედო მოძრაობას და სპეციალურ განხილვას მოაწყობენ ოკუპირებულ რეგიონში ქრისტიანული ძეგლების დაცვის მექანიზმების შესახებ", - წერს ოკუპირებული რეგიონის მედია.

ე.წ. კეთილი ნების ელჩებმა 2 ოქტომბერს სპეციალური ვიდეომიმართვა გამოაქვეყნეს, სადაც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენაში დახმარებას სთხოვდნენ.

„გამოვიდა, რომ ჩვენ, კრეატიული გზით მივაღწიეთ იმას, რომ ევროპარლამენტი განიხილავს აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და მთლიანად, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის საკითხს. როგორი იქნება ფორმატი - უახლოესს მომავალში გადაწყდება" - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×