რეზონანსი
14.10.2017

 (რეზონანსი) ბრიუსელში ევროსაბჭოს შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. შენობიდან ხალხის გაყვანა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სამზარეულოების ვენტილაცია დაზიანდა.რამდენიმე ადამიანი ტოქსიკური ორთქლით მოიწამლა.

ბრიუსელის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის, პიერ მეისის თქმით, ინციდენტის შედეგად ტოქსიკური გამონაბოლქვით 15-20 ადამიანი მოიწამლა.

როგორც ირკვევა, კვამლმა შენობაში სამზარეულოდან, სავენტილაციო სისტემის გაუმართაობის გამო შეაღწია. ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები გამოძიებას ატარებენ.

ევროკავშირის საბჭოს შენობაში მომავალ კვირას ევროპელი ლიდერები უნდა შეიკრიბონ. როგორც საბჭოში ამბობენ, სამიტის მონაწილეთა უსაფრთხოებას არაფერი ემუქრება და შეხვედრა დაგეგმილ დროს ჩატარდება.

ევროსაბჭოს ახალი შენობა შარშან, დეკემბერში გახსნეს. მისი მშენებლობა 300 მილიონი ევრო დაჯდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×