რეზონანსი
14.10.2017

 (რეზონანსი) კონგოში დატყვევებული მფრინავის, იოსებ ოსორაულის ძმა, სამხედრო ოფიცერი გიორგი ოსორაული პროტესტის ნიშნად შეიარაღებულ ძალებს ტოვებს. ის საქართველოს მთავრობას ტყუილში ადანაშაულებს. ოსორაულის თქმით, მაღალი თანამდებობის პირები მას დაჰპირდნენ, რომ მის ძმას გამოიხსნიდნენ, თუმცა მოგვიანებით უთხრეს, რომ იოსებ ოსორაული გარდაცვლილია.

გიორგი ოსორაულმა შეიარაღებული ძალების დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი თქმით, მთავრობამ კონგოში დატყვევებული იოსებ ოსორაულის გამოსახსნელად არაფერი გააკეთა.ამის შესახებ „რუსთავი 2" იუწყება.

გიორგი ოსორაულის თქმით, მმართველ გუნდში არავინ არის ისეთი, ვისაც მისი ძმის საკითხთან დაკავშირებით ენდობა.

სოსო ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს გავრცელდა. ქართველი მფრინავი წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

24 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონგოში მომხდარი შეტაკებების დროს ოსორაული, სავარაუდოდ, დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით ბრიგადის გენერალმა, ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ ქართველი მფრინავის შესახებ სხვა იქ მყოფი სამხედროებისგან მიიღო ინფორმაცია და ის ცოცხალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×