რეზონანსი
16.10.2017

 (რეზონანსი) ბათუმსა და ქობულეთში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა. ბათუმში, ძლიერი წვიმის გამო ქალაქის ქუჩებში გადაადგილება გართულებულია.

ძლიერმა ქარმა ბათუმში ექვსი მაისის პარკში მაგნოლიის ხე მოგლიჯა. რის შედეგადაც, ახლოს მდებარე მოსასვენებელი სკამები დაზიანდა.

ამ დროისთვის, ბათუმში საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული.

როგორც ბათუმის გამწვანების სამსახურის თანამშრომლებმა განაცხადეს, ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე რამდენიმე ხეა მოგლეჟილი, მათ შორის ორი პალმა.

ძლიერმა ქარმა ხეები ქობულეთშიც მოგლიჯა. ექვსი სოფელი ამ დროისთვის უშუქოდაა დარჩენილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×