რეზონანსი
16.10.2017

 (რეზონანსი) ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება მიმდინარეობს. რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეები წვრთნას ცაბალის პოლიგონზე ატარებენ.

წვრთნების ფარგლებში სამხედროები პირობითი მოწინააღმდეგის ავიაციასა და ჯავშანტექნიკას გაანადგურებენ.

სწავლებებში 500-მდე სამხედრო მოსამსახურე და 100 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის თანამედროვე ჯავშანტრანსპორტიორები БТР-82АМ, „დოზორი"-ს ტიპის დაჯავშნული სადაზვერვო მანქანები და „გრად"-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები მონაწილეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×