რეზონანსი
16.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოში 2016 წელს 56 569 ბავშვი დაიბადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული მაჩვენებელი 2 680-ით ნაკლებია 2015 წლის მონაცემებზე, როცა საქართველოში შობადობა 59 249-ს შეადგენდა.

გასული წლების შობადობის სტატისტიკა კი შემდეგნაირად გამოიყურება: 1990 წელს ქვეყანაში დაიბადა 92 815 ბავშვი, 1995 წელს - 56 341, 2000 წელს - 48 800, 2005 წელს - 46 512, 2006 წელს - 47 795, 2007 წელს - 49 287, 2008 წელს - 56 565, 2009 წელს - 63 377, 2010 წელს - 62 585, 2011 წელს 58 014, 2012 წელს - 57 031, 2013 წელს - 57 878, 2014 წელს - 60 635 და 2015 წელს - 59 249.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს დაბადებულთაგან 28 887 ბიჭი, 27 682 გოგონაა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×