რეზონანსი
16.10.2017

 (რეზონანსი) ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მიწა-კლდის შვავი ჩამოვიდა, - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.

მათი ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ 132 მონაკვეთზე მიწა-კლდის შვავი ჩამოვიდა, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

მათივე თქმით, ამ დროისათვის, ადგილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა საავტომობილო მიმოსვლა უახლოეს პერიოდში აღდგეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×