რეზონანსი
16.10.2017

 (რეზონანსი) მეტროს სადგური "სახელმწიფო უნივერსიტეტი" გაიხსნა.

სადგურის გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

თბილისის მეტროპოლიტენისთვის ეს რიგით 23-ე მეტროს სადგური იქნება.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოები ესპანურმა კომპანია COBRA ASSIGNIA-მ განახორციელა.

მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა 21 წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. პროექტის მშენებლობა 2015 წლის გაზაფხულზე განახლდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×