რეზონანსი
16.10.2017

 (რეზონანსი) სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოამზადა დასკვნა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ". აუდიტის დასკვნაში წერია,რომ გასული წლების განმავლობაში დაიხვეწა ბიუჯეტის კანონის პროექტში წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხი, თუმცა ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესში ჯერ კიდევ შეინიშნება ნაკლოვანებები.

„მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის კანონის პროექტის შემდგომი წარდგენა მოიცავდეს განმარტებას თუ რა პარამეტრები განაპირობებენ განსხვავებას ბიუჯეტის დეფიციტის პროექტში წარმოდგენილ მაჩვენებლებს შორის. ბიუჯეტის კანონის პროექტი არ მოიცავს საკმარის ინფორმაციას სტრუქტურული და ციკლზე მორგებული დეფიციტის შესახებ, რომელთა შემუშავება და მონიტორინგი სახელმწიფო ვალის მაჩვენებლის მშპ-სთან მდგრადობის შენარჩუნებას ემსახურება.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სასურველია კანონპროექტი მოიცავდეს დამატებით განმარტებას ექსპორტ-იმპორტის საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ.

„2018 წელს სახელმწიფო ვალის ზრდაში საგარეო ვალის ზრდის ეფექტი 84%-ს შეადგენს, რის შედეგადაც სავალუტო კურსის ცვლილება კვლავ რჩება სახელმწიფო ვალის პორტფელის მთავარ რისკ-ფაქტორად" , - ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×