რეზონანსი
16.10.2017

 (რეზონანსი) ლარი ფლინტი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ინფორმაციისთვის 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს. პორნოგრაფიული ჟურნალის "ჰასთლერის" დამფუძნებელმა „ვაშინგტონ პოსტის" მთლიან გვერდზე სარეკლამო განცხადებაც განათავსა.

ლარი ფლინტი აცხადებს, რომ მისი პატრიოტული ვალია ქვეყანას დონალდ ტრამპი მოაშოროს, ვიდრე გვიანი არ არის. მსგავსი ინიციატივებით ფლინტი არაერთხელ გამოვიდა. მათ შორის ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროსაც, მაშინ მან ჯილდო იმ კონგრესმენებზე ინფორმაციისთვის დააწესა, რომლებმაც კლინტონის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყეს.

განცხადებში „ჰასლერის" გამომცემელი აშშ-ის პრეზიდენტის მისამართით პრეტენზიებს გამოთქვამს და ტრამპს ნეპოტიზმსა და მაღალ თანამდებობებზე არაკვალიფიციური პირების დანიშვნაში ადანაშაულებს.

„მიმაჩნია, რომ ჩემი პატრიოტული ვალი და ამერიკელების ვალდებულებაა ტრამპის პოსტიდან ჩამოგდება", - აღნიშნავს ლარი ფლინტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×