რეზონანსი
17.10.2017

 (რეზონანსი) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში, რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე ჩხირიმელა ადიდდა და სოფელ ლაშეში გზის ნაწილი წაიღო.

ტერიტორიაზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

სოფლის გზა ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აკავშირებს, რის გამოც რაიონულ ცენტრში ავტომანქანებს გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თემურ ჩხეიძის ინფორმაციით, პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია და გამგეობის სპეციალური სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×