რეზონანსი
17.10.2017

 (რეზონანსი) სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარადგინა.

ომბუდსმენის აპარატმა 2016-2017 სასწავლო წლის პერიოდში მონიტორინგი ჩაატარა, რომლის შედეგადაც კონკრეტული შემთხვევები გამოიკვეთა.

მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ საქართველოს მასშტაბით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ხშირია ძალადობის ფაქტები. ასევე მოსწავლეთა შორის ბულინგის შემთხვევებიც გამოვლინდა.

ომბუდსმენის თქმით, სკოლებში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის კუთხით.

„მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური ძალადობის კუთხით. ბულინგი კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. რაც ყველაზე სამწუხაროა, ძალიან ბევრ პირს რომელიც სკოლაში მუშაობს, არ აქვს ნათელი წარმოდგენა ბავშვთა მიმართა ძალადობის საკითხებზე, ესეც გამოიკვეთა როგორც ერთ-ერთი პრობლემა. ცალკე გამოსაყოფია ის, რომ როგორც მოსწავლე ისე მასწავლებელი ძალადობათ არ აღიქვამს ძალადობის ცალკეულ სახეება, როგორიცაა ცემა, თავში წამორტყმა, ყურის აწევა და ა.შ", განაცხადა ომბუდსმენმა.

ომბუდსმენი არ გამორიცხავს, რომ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, კონკრეტული პირების პასუხისგებლობა დადგეს.

საქართველოს მასშტაბით 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის 98 საჯარო, 5 კერძო და 6 სკოლა - პანსიონი შემოწმდა.

მონიტორინგი UNICEF-ის მხარდაჭერით სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერების ფარგლებში ჩატარდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×