(რეზონანსი) რამდენიმე დღიანმა ძლიერმა წვიმამ მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები განავითარა, რის გამოც ქედის რაიონში 15 ოჯახს საფრთხე ემუქრება, ამიტომ მათ საცხოვრებელი სახლები დატოვეს.
გარდა ამისა, სამ თემის მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიწეოდება. ათი თემის მიმართულებით კი საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია.
მდინარის ადიდების გამო, ქედის ცენტრალური პარკი დაიტბირა.
ხულოში სოფელ იაკობაძეების საჯარო სკოლასთან მეწყერი ჩამოწვა. გზის ნაწილი დაზიანებულია. სასწავლო დაწესებულების შენობას საფრთხე ემუქრება, თუმცა სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა.
დაბა ხულოს კი სასმელი წყალი არ მიეწოდება.
მეორე დღეა ჩაოსა და ღურტას მოსახლეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი.