რეზონანსი
17.10.2017

 (რეზონანსი) ავღანეთში, ქალაქ გარდეზში პოლიციის სამმართველოზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე, დაშავებულთა კი 70 - მდე გაიზარდა.

დაღუპულებს შორის არის პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელი ტორიალაი აბდიანაი.

პოლიციის სამმართველოს გვერდით თავდაპირველად დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა, რასაც მალევე მეორე აფეთქებაც მოჰყვა.

აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა" აიღო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×