რეზონანსი
17.10.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ხმაური იყო.

აურზაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდინარე სხდომაზე „ლეიბორისტული პარტიის" წევრები მივიდნენ და მათ კითხვებზე პასუხების გაცემა მოითხოვეს.

„ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა სხდომაზე იმ დროს შევიდა, როდესაც კომისიის წევრები ორი უმსხვილესი გამანაწილებელი კომპანიისგან ხუთ წლიან სამოქმედო გეგმას ისმენდნენ.

გუგავას თქმით, რეალურად, სხდომაზე ტარიფის მატების საკითხის განხილვა იგეგმებოდა და მისი ერთ-ერთი კითხვა სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა ოპოზიციის წევრს განუმარტეს, რომ დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავდნენ და არა ტარიფებს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. გუგავას დარბაზი იძულებით დაატოვებინეს.

სემეკში სხდომა ამ წუთებში გრძელდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×