რეზონანსი
17.10.2017

 (რეზონანსი) რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყერული პროცესები განვითარდა.

სტიქიის გამო, სოფელ ქაქუთში აბდუშელიძეების საცხოვრებელ სახლს დანგრევა ემუქრება. ხუთი წევრისგან შემდგარი ოჯახი დახმარებას ითხოვს.

ქაქუთში მეწყერი სულ ხუთ ოჯახთან ჩამოწვა, წაღებულია მდინარეზე გადასავლელი ხიდები. სოფელში ვითარებას გეოლოგები სწავლობენ.

მუნიციფალიტეტის მაშტაბით 30-მდე ოჯახი სტიქიის ზონაშია მოწცეული. ამ დროისთვის, მუნიციფალიტეტში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.

სასმელი წყალი არ მიეწოდება ორი ათასამდე აბონენტს.

სტიქიამ პრობლემები ელექტროენერგიის მხრივაც შექმნა. ქობულეთის სოფლებში სამი ათასამდე აბინენტს ამ დროისთვის ელექტროებერგია არ მიეწოდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×