რეზონანსი
17.10.2017

 (რეზონანსი) რუსმა მესაზღვრეებმა საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტერორიზმში ეჭვმიტანილი უცხოეთის მოქალაქე ქალი დააკავეს. ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახურში განაცხადეს.

დაკავებული ქალის ვინაობა არ სახელდება.

რუსეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, ეჭვმიტანილის მეუღლე რადიკალური ისლამის მიმდევარი იყო და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბრძოლისას დაიღუპა, რის შემდეგაც დაკავებული ჯიჰადის აქტიური მიმდევარი გახდა.

დაკავებული ტერორისტულ დაჯგუფებაში ახალგაზრდების გადაბირებასა და სირიაში რეკრუტების გადაყვანის ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი.

სამმართველოს განმარტებით, დაქორწინების საბაბით, ის ახალგაზრდებს იცნობდა და მათ „ექსტრემისტული მიმართულების რადიკალურ იდეებს" ახვევდა თავს.

უწყების ინფორმაციით, „ქორწინების რელიგიური ცერემონიის შემდეგ, ახალდაქორწინებულ მამაკაცს სირიაში გამგზავრება და უკანონო შეიარაღებულ ფორმირებების რიგებში გაწევრიანება ელოდა".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×