რეზონანსი
18.10.2017

 (რეზონანსი) საფრანგეთის პოლიციის ანტიტერორისტულმა განყოფილებამ პარიზის გარეუბანსა და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით ათი მემარჯვენე ექსტრემისტი დააკავა, რომლებიც სავარაუდოდ, პოლიტიკოსებზე და მეჩეთებზე თავდასხმას გეგმავდნენ.

დაკავებულები 17-დან 25 წლამდე პირები არიან, მათ შორის ცხრა მამაკაცი და ერთი ქალია. მათ ტერორისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობას ედავებიან.

გამომძიებლების განცხადებით, თავდასხმის პოტენციური სამიზნე შესაძლოა საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტოფ კასტანერი, მოძრაობა „დაუმორჩილებლობა საფრანგეთს" წევრი, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების მონაწილე, ჟან ლუკ მელანშონი გამხდარიყვნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×