რეზონანსი
18.10.2017

 (რეზონანსი) "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, NDI-ის იმ დარღვევების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, რაც წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა.

მისივე თქმით, ხელისუფლება იყენებს ყველა რესურსს, იმისთვის, რომ შექმნას არათანაბარი პირობები.

"წინასაარჩევნო გარემო ყველა თვალსაზირისით უთანასწოროა. არამხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თვალსაზრისით, ის რომ ბაღების მასწავლებლების და დირექტორების მობილიზება საარჩევნო კამპანიისთვის ხდება. არა მხოლოდ ფინანსური უთანასწორობის თვალსაზრისით იმ მხრივ, რომ მილიონობით შემოწირულობა აქვს "ქართულ ოცნებას", მაშინ როცა "ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველებს აშინებენ და არ აძლევენ საშუალებას პარტიას მხარი დაუჭირონ.

„ხელისუფლება აქტიურად იყენებს ძალაუფლებას, სუს-ს, პოლიციას, იმისთვის, რომ არათანაბარი პირობები შექმნას, მაშინ როდესაც ჩვენი კანდიდატები გისოსებს მიღმადაც აღმოჩნდნენ, რადგან გამოხატავდნენ საკუთარ პროტესტს მიწების მიტაცებასთან დაკავშირებით. ცხადია, შეუძლებელია ისაუბრო თანაბარ საარჩევნო გარემოზე. NDI-ის ინფორმირებას მოვახდენთ ყველა პრობლემასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბოკუჩავამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×