რეზონანსი
18.10.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერიამ, ადგილმონაცვლეობის საფუძველზე, სანზონის დასახლებაში, მეექვსე კორპუსთან არსებულ 1101 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს საერთო სარგებლობის ფუნქცია მიანიჭა.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ეს ტერიტორია გამწვანდება და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

„საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ, ადგილმონაცვლეობის საფუძველზე, დედაქალაქს კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი დაუბრუნა. სანზონის დასახლებაში, მე-6 კორპუსის მიმდებარედ არსებულ 1101 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს კვლავ საერთო სარგებლობის ფუნქცია მიენიჭება, გამწვანდება და დასასვენებელ სივრცედ განვითარდება.

„დაახლოებით, 15 წლის წინ გასხვისებული ტერიტორიის დაბრუნების შესახებ დაპირება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ადგილობრივ მოსახლეობას ერთი წლის წინ მისცა. ამ პერიოდის განმავლობაში, კერძო მესაკუთრესა და მუნიციპალიტეტს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ტერიტორიის მესაკუთრეს თბილისის მერიამ სანაცვლოდ ვარკეთილში მდებარე მიწის ნაკვეთი გადასცა", - აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

ამასთან, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქს 2014-2017 წლებში, ჯამში, 50 000 კვ.მ ტერიტორია დაუბრუნა, მათ შორისაა, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×