(რეზონანსი) 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-მ რეგისტრაციაში 71 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 30 საერთაშორისო ორგანიზაცია და 74 მედია ორგანიზაცია გაატარა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
მიქელაძის განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნებს 20 ათასი ადგილობრივი და 600 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდება.
„არჩევნებს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან დაახლოებით 20 000 დამკვირვებელი დააკვირდება, რაც შეეხება საერთაშორისო მისიებს, დაახლოებით 600 დამკვირვებელი იქნება", - განაცხადა მიქელაძემ.
ამასთან, მიქელაძემ ბიულეტენების რაოდენობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 21 ოქტომბერს ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე სამი ბიულეტენის შევსება მოუწევს. პირველი, ღია ცისფერი ბიულეტენი - რომლის მეშვეობითაც ამომრჩეველი საარჩევო პარტიას ან საარჩევნო ბლოკს ირჩევს. მეორე, ვარდისფერი ბიულეტენი, განკუთვნილია საკრებულოს დეპუტატის ასარჩევად და მესამე ღია მწვანე ბიულეტენი კი განკუთვნილია თვითმმართველი ქალაქის / თემის მერის ასარჩევად.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომრებს გაიმართება.