(რეზონანსი) "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი არასამთავრობოებს მოუწოდებს, სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატი დაასახელონ.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, მმართველი გუნდის მიერ შერჩეული კანდიდატი ვერ ისარგებლებს იმ ნდობით, რომლითაც შესაძლებელია ისარგებლოს არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა.
„საზოგადოებამ, რომ იგრძნოს, ჩვენ გვეყოლება ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც ხალხის ინტერესებს დაიცავს, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება არასამთავრობოებს მივცეთ შესაძლებლობა, კანდიდატი დაასახელონ. ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაც დაასახელებს მმართველი გუნდი და შემდეგ თავადვე დაამტკიცებს, ნდობით ვერ ისარგებლებს", - ამბობს სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის პოსტზე უჩა ნანუაშვილს უფლებამისილების ვადა დეკემბერში ეწურება.