რეზონანსი
18.10.2017

 (რეზონანსი) თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი 17 ოქტომბერს თბილისის მეტროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციაზე მოკვლევა მიმდინარეობს.

"მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, 18 საათსა 24 წუთზე მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტიდან" მოქალაქემ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახა.

„გამოძახების მიზეზად საშუალო ასაკის მამაკაცის უგონო მდგომარეობა დასახელდა. მისამართის მიღებიდან რვა წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე იყო. პაციენტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ასეთი შემთხვევისთვის პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიება.

„რაც შეეხება ამ ფაქტთან მიმართებაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციას, ამასთან დაკავშირებით თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მიმდინარეობს მოკვლევა", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში" 45 წლამდე ასაკის მამაკაცი გუშინ გარდაიცვალა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×