რეზონანსი
18.10.2017

 (რეზონანსი) დედაქალაქის მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს, ოთარ აბესაძეს 23 ოქტომბერს, სავარაუდოდ, ჰოსპიტალში გადაიყვანენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

მანამდე კი აბასეძესთან ფსიქოლეგები მუშაობენ.

აბესაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას, განცხადებით, საავადმყოფოში მას საფუძვლიანი გამოკვლევები ჩაუტარდება.

მისივე თქმით, ბრალდებულის ჰოსპიტალში გადაყვანა თავად სამხარაულის ექაპერტიზის ბიუროს ექსპერტის მოთხოვნით მოხდება.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, აბესაძეს არა მარტო ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეუმოწმდება, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა სახის გამოკვლევებიც ჩაუტარდება.

შეგახსენებთ, რომ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს სამი ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×