რეზონანსი
18.10.2017

 (რეზონანსი) "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა თბილისის საკრებულოს პარტიული სია და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

ნათელაშვილმა, "ლეიბორისტული პარტიის" თბილისის საარჩევნო სიის პირველ ნომერად მიხეილ ქუმსიშვილი, მეორე ნომერად კი ნათია შარაშენიძე წარადგინა.

ნაძალადევში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა სიდამონიძეა. მთაწმინდის ოლქში მაია ხოფერია, ვაკის მეორე ოლქში ბეჟან ნათელაშვილი, ხოლო მესამე ოლქის მაჟოტიტარობის კანდიდატი ეთერ მიქელაძეა.

ნათელაშვილის თქმით, დედაქალის მერად გუგავა უნდ მოვიდეს, რითაც თბილისის აღორძინება მოხდება.

"დალოცვილ მიწაზე ვართ. მეტეხის ფუძეზე. აქედან მთელი თბილისი ჩანს. თბილისში უნდა მოვიდეს გუგავა, მეგობრებო. და მაშინ თბილისის დიდება და ქალაქის აღორძინება ახლიდან დაიწყება. მაშინ მოეღება ბოლო იმ საშინელებებს, რაც ჩვენს თავზე ტრიალებს!", - განაცხადა ნათელაშვილმა

მან თბილისელ ამომრჩევლებს მოუწოდებს, რომ 21 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩვნებზე "ქართულ ოცნებას" მხარი არ დაუჭირონ.

"თბილისში არ შეიძლება მოვიდეს ქურდი, თბილისელები არ შეიძლება იყვნენ ქურდი კალაძის ამომრჩევლები, ავაზაკი ივანიშვილის მხადამჭერები. ვინც "ოცნებას", ივანიშვილის რეჟიმს მხარს დაუჭერს, მას მორალური უფლება არ ექნება, იცხოვროს ქართულ მიწაზე, რადგანაც მან ეს მიწა გაყიდა უკვე", - განაცხადა ნათელაშვილი.

ნათელაშვილმა რეგიონების მერობის კანდიდატები და სიის პირველი ნომრებიც დაასახელა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების 21 ოქტომბერს გაიმართება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×