(რეზონანსი) საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სიმსივნით გარდაცვლილთა რაოდენობა 45%-დან 25%-მდე შემცირდა.
მისი თქმით, 2015 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანერგილმა ახალმა სისტემამ, ე.წ. კიბოს რეგისტრმა სიმსივნური დაავადების რეგისტრაციის სისტემა შეცვალა და რეალურს მიუახლოვა.
"თუ წელიწადში დაახლოებით 7 ათასი შემთხვევა აღირიცხებოდა, ყოველ წელს, მოგვდიოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან შეტყობინება, რომ ეს იყო არარეალური ციფრი, თქვენი მონაცემებით შედეგი 12 ათასამდე უნდა გქონდეთო. რეგისტრაციის დანერგვამ იმ წელსვე დაახლოებით 12 ათასი შემთხვევა აჩვენა. ჩვენი ამოცნობის სისტემა დაზუსტდა და რეალურს მიუახლოვდა. იყო არა 7 ათასი არამედ, სამწუხაროდ, 12 ათასი შემთხვევა, რომელთა რეგისტრაციაც არ ხდებოდა და სიკვდილიანობის დაუზუსტებელი მიზეზების ნაწილი ძალიან დიდი იყო. 45-დან შემცირდა 25%-მდე. ესაა მთავარი მიზეზი. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მშვიდად უნდა ვიყოთ და ეკოლოგიის მიმართულებით არაფერი ვაკეთოთ", - განაცხადა სერგეენკომ.