რეზონანსი
18.10.2017

 (რეზონანსი) 21 ოქტომბერი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღე, უქმე დღეა. ამის შესახებ ცესკო-ს ინფორმაციაშია აღნიშნული.

"2017 წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება.

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

(ცესკო) ამომრჩევლებსა და საარჩევნო პროცესის მონაწილე მხარეებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კოდექსის (მუხლი 6). შესაბამისად, არჩევნების დღე - 21 ოქტომბერი არის უქმე დღე.

"დამატებით შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს",- ნათქვამია ცესკო-ს ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×