რეზონანსი
19.10.2017

 (რეზონანსი) "ევროპარლამენტში სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას" - განაცხადა ევროპარლამენტარმა სოციალ-დემოკრატების ჯგუფიდან, საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა ანდრეს მამიკინსმა ქალაქ ბრიუსელსში საქართველოს ვიცე-პრემიერთან გამართული შეხვედრის შემდგომ.

მამიკინსმა საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობები დადებითად შეაფასა.

ევროპარლამენტარმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საკუთარი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მისი მოსაზრებით ევროპული ინტეგრაცია კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში დადებით როლს შეასრულებს.

„მე და ჩემმა კოლეგამ ქლეარ მუდმა არაერთხელ დავადასტურეთ ჩვენი სოლიდარობა და მკაფიო გზავნილი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ადრე თუ გვიან აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ანუ ცხინვალის რეგიონი საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ სივრცეში დაბრუნდება"- განაცხადა მამიკინსმა.

მისი აზრით რეინტეგრაციისა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესზე დადებით გავლენას მოახდენს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, რომელიც ხელმისაწვდომია ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მოსახლეობისათვის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×